Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დღის ფოტო: საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ambebi.ge
26 May 2016, 18:20
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ასევე მოეწყო ყვავილების ფესტივალი.

მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოსახლეობას მოძრაობის თეატრის პერფორმანსისა და პანტომიმის თეატრის მსვლელობის, ისტორიული ექსპონანტების გამოფენის, ქუჩის თეატრის პერფორმანსის, "ბასტი ბუბუს" კონცერტის ნახვისა და სხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. 20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. უსუფაშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. გალა-კონცერტი ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, გარდა ზუგდიდისა.

ასევე ტრადიციულად 26 მაისს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყველა სახელმწიფო უწყების სტენდი განთავსდა, სადაც სამინისტროებმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინა.

ფოტო: დავით ტეტელოშვილი; ფრიდონ გეგეშიძე


წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი